სიახლეები

რატომ უყვართ ადამიანებს Brand Name ტანსაცმელი და რატომ ხარჯავენ მათში უამრავ თანხას?

რატომ უყვართ ადამიანებს Brand Name ტანსაცმელი და რატომ ხარჯავენ მათში უამრავ თანხას?

1. ხარისხი – იყიდო ბრენდული ტანსაცმელი არ ნიშნავს იმას, რომ PRADA გაცვია. შენ არ გაცვია მხოლოდ პრადა, რომლის დანახვაზეც სხვები შურით გასკდებიან. შენ გაცვია უმაღლესი ხარისხის ქსოვილისგან, უმაღლეს ოსტატურ დონეზე შეკერილი ტანისამოსი რომლისგანაც იაფფასიანთან შედარებით უეცარი სურპრიზები გამორიცხულია. ნებისმიერი ნაკერი თუ დეტალი ისე გულმოდიგინედ და ზუსტად არის დასმული რომ გაოცებას იწვევს. მინიმუმია იმის შანსი რომ ტანისამოსი დაირღვეს ან რამე მსგავსი მოუვიდეს, მაშინ როდესაც სერიულად გამოშვებული ჩვეულებრივი ტანსაცმელი საკმაოდ ბევრ ქარხნულ წუნს შეიცავს და არც უსიამოვნებებისაგან ხართ დაზღვეული.

2. ნაჭერი – თქვენ გაცვიათ ქსოვილი რომელსაც ვერც ერთ ბაზრობაზე ვერ იყიდით, ეს ქსოვილები ხომ სწორედ ამ ტანისამოსისათვის მზადდება. არ გეშინიათ რომ გარეცხვისას დაპატარავდება, რომ გახუნდება, რომ ფერები გადაუვა ან აჭრელდება- ასეთი რამეები აბსოლუტურად გამორიცხულია. ქსოვილი არის უნაზესი, სასიამოვნო და ტანსაცმელი ზუსტად ჯდება სხეულზე. ფერები არის რაღაც სასწაული, ყველაფერი არის საოცრად პროპორციული.

3. მოდურობა – მოდას ხომ სწორედ ის ადამიანები ქმნიან რომლებიც ამავე ტანსაცმელს და რა უნდა იყოს იმაზე მოდური როდესაც 2009 წლის სექტემბერში გაცვია 2009 წლის შემოდგომის კოლექციის ერთ ერთი ეგზემპლარი? ალბათ ვერაფერი.

4. ორიგინალურობა – რაც არ უნდა იყოს ამ ტანსაცმელზე ხომ უამრავი დროა დახარჯული, თითოეული ფერი, სიგრძე, სიგანე და დეტალი უდიდესი ფიქრისა და ფანტაზიის ნაყოფია. თანაც გარანტირებული გაქვს რომ შენივე ქალაქსი კიდევ 50 ადამიანს არ ეცმევა იგივე.