სიახლეები

10 საინტერესო ფაქტი მოდის შესახებ

  1. ალბათ ბევრმა ჩვენგანმა არ იცის ფაქტი, რომ სახელოების ბოლოში ღილების დამაგრების იდეა ნაპოლეონ ბონაპარტს ეკუთვნის. მან ეს იმისთვის მოიგონა, რომ ჯარისკაცებს ცხვირი სახელოთი ვეღარ მოეწმინდათ.
  2. დღესდღეობით ბავშვების მოდა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა 200 წლის წინ მათ უბრალოდ ქალისა და მამაკაცის მოდელების დაპატარავებული ვარიანტები ეცვათ.
  3. მე-19 საუკუნეში, დიზაინერებს არ ჰყავდათ მოდელები. ისინი თავიანთ ნამუშევრებს პატარა თოჯინებს აცმევდნენ და ასე ახდენდნენ დემონსტრირებას მათი კლიენტებისთვის. ეს იყო კარგი იდეა, რადგან დიზაინერებს არ ჰქონდათ საკმარისი ფული პოდიუმის მოსაწყობად.
  4. დღესდღეობით ბევრი ვარსკვლავი ატარებს წვერს, თუმცა ალბათ ასეთი მოდური აღარ იყო რუსეთში მას შემდეგ რაც პეტრე დიდმა მამაკაცებს ჯარიმის გადახდა დაუწესა წვერის ტარებისთვის. ეს ჯარიმა იმისთვის შემოიღეს, რომ რუსებს წვერი გაეპარსათ და ევროპელებს დამსგავსებოდნენ.
  5. ტანგა პირველად ნიუ-იორკში შეიქმნა მერის – ფიორელო ჰენრი ლა გუარდიას ინიციატივით, რომელსაც არ მოეწონა მოცეკვავეები, რომლებიც საცვლების გარეშე ცეკვავდნენ და ბრძანა მათთვის ძალიან პატარა ზომის ტრუსების შექმნათ სიშიშვლის დასაფარად.
  6. დღევანდელ დღეს ხელნაკეთი ტანისამოსი საკმაოდ ფასობს, იმიტომ რომ არის ექსკლუზიური, მაგრამ 1850 წლისთვის ადამიანების 70% თვითონ იკერავდა ტანისამოსს საკუთარი თავისთვის.მოდაზე მეტად კი კომფორტი იყო მნიშვნელოვანი მათთვის.
  7. თანამედროვე ქალს ცხოვრება წარმოუდგენელად ეჩვენება სამკაულების გარეშე, თუმცა ქალბატონებზე ადრე მამაკაცები იყენებდნენ მას თავიანთი სოციალური სტატუსის ხაზგასასმელად.
  8. დღესდღეობით არავის უკვირს და ნებისმიერ ქალბატონს უპრობლემოდ შეუძლია ატაროს მოკლე თმა, ადრე კი ასე მხოლოდ მოღალატე ცოლები გამოყურებოდნენ.
  9. ორსულობა ჰოლივუდში ძალიან მოდურია, მაგრამ უფრო მოდური იყო მე-15 საუკუნეში. ისინიც კი ვინც ფეხმძიმედ არ იყვნენ, პატარა ბალიშებს იდებდნენ ტანსაცმლის ქვეშ დიდი მუცლის ილუზია რომ შეექმნათ.
  10. ახლანდელი ტენდენციებით ხშირი წარბები ძალიან მოდურია. რენესანსის პერიოდში კი მოდური ქალბატონები წარბებს იპარსავდნენ. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ამისა გახლავთ მონა ლიზა.